loader

ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში" საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში" საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში" საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. როგორც დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე იტყობინება, დაკავებულია 1974 წელს დაბადებული, რუსთავში მცხოვრები პირი.

ე.წ. კომიტეტის ცნობით, სოფელ დმენისის მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქესთან საუბარში გაიგო, რომ ის ცხინვალის ავტოსადგურში აპირებდა ჩასვლას, რის შემდეგაც მიიღო გადაწყვეტილება მისი სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარების შესახებ. აღნიშნულის შემდეგ საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ე.წ. კომიტეტის ცნობით, დაკავებულმა დე-ფაქტო საზღვარი 13 თებერვალს გადაკვეთა.