ნატო რუსეთზე ყოველთვის იბუტება, ისე, როგორც ეს მოხდა საქართველოში განვითარებული მოვლენების შემდეგ - მედვედევი
რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატო-ს არ მოსწონს, როდესაც მოსკოვი მსოფლიო დღის წესრიგში მონაწილეობს. ამის შესახებ მედვედევმა "ევრონიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
"მაშინ, როდესაც მსოფლიო დღის წესრიგში რაღაც ხდება, რომელშიც რუსეთი მონაწილეობს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მაშინვე იბუტება და ამბობს: მორჩა, თქვენთან ურთიერთობას ვწყვეტთ, ურთიერთობას ვაჩერებთ. ასე იყო საქართველოში განვითარებული მოვლენების დროს. ახლაც, უკრაინაში განვითარებული მოვლენების დროსაც ასეა. ჩვენ ვამბობთ, კარგი, ეს თქვენი საქმეა, შეწყვიტეთ", - აღნიშნა დიმიტრი მედვედევმა.
მისივე თქმით, რუსეთს სურს აშშ-სა და ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები. ამასთან, მედვედევის განცხადებით, მოსკოვი მზადაა დასავლეთთან კავშირების გაუმჯობესებისთვის.