გასაღები, ღილები, ხურდა ფული - გადაყლაპული ნივთები, რომელბსაც პაციენტებს სხეულიდან უღებენ
ნებისმიერი უცხო სხეულის გადაყლაპვა იმდენად საშიშია, რომ ის შეიძლება დამთავრდეს არა მარტო ოპერაციით, არამედ გარდაცვალებითაც, - ამ თემაზე გადაცემა "ექიმებში" მსჯელობდნენ. გადაცემის წამყვანებმა წარმოადგინეს სტენდი, რომელზეც წარმოდგენილი იყო პაციენტების მიერ გადაყლაპული საყოფაცხოვრებო ნივთები, რომელთა შორის ყოვლად წარმოუდგენელი ნივთებიც კი იყო.