loader

გაანებივრეთ თქვენი ვალენტინი ამ ნუგბარით და ის ამას დააფასებს! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაანებივრეთ თქვენი ვალენტინი ამ ნუგბარით და ის ამას დააფასებს!

თქვენ დაგჭირდებათ:

1 ჭიქა ათქვეფილი ნაღები;
1 ს. კ. ესპესოს ფხვნილი;
2 ს. კ. შაქრის პუდრა;
შოკოლადის ფილები (კვადრატები);
გამდნარი მწარე შოკოლადი;
გამდნარი თეთრი შოკოლადი;
მარწყვი;
ათქვეფილი ნაღები.

მომზადების წესი:

კარგად ათქვიფეთ ერთად ნაღები, ესპესოს ფხვნილი და შაქრის პუდრა და შედგით მაცივარში 30 წუთით. შოკოლადის ფილები "შეაწებეთ" გამდნარი შოკოლადით ისე, როგორც ეს ვიდეოშია ნაჩვენები. ამრიგად, გააკეთეთ შოკოლადის "ყუთი". შიგნით მოათავსეთ გაცივებული ნაღების კრემი, ზემოდან მორთეთ ათქვეფილი ნაღებით და გააფორმეთ მარწყვით.

ბედნიერ ვალენტინობას გისურვებთ!