აფხაზეთს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა ემუქრება
არის საშიშროება იმისა, რომ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ვერ შევძლოთ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აფხაზურ მედიაში გავრცელებული იმ ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, "ენგურჰესის" წყალსაცავში წყლის დონის კლების გამო აფხაზეთს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა ემუქრება.
კახა კალაძე ადასტურებს, რომ წყალსაცავში წელს წყლის ნაკლებობა იყო და არ არის ისეთი შემოდინება, როგორიც წლების განმავლობაში.
კახა კალაძე ადასტურებს, რომ წყალსაცავში წელს წყლის ნაკლებობა იყო და არ არის ისეთი შემოდინება, როგორიც წლების განმავლობაში.