loader

თბილისის აეროპორტში სარემონტო სამუშაოების დროს მამაკაცი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის აეროპორტში სარემონტო სამუშაოების დროს მამაკაცი დაიღუპა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ასაფრენ ბილიკზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს მამაკაცი დაიღუპა. დაღუპული კომპანია Black Sea Group-ის თანამშრომელი იყო, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს სარემონტო სამუშაოების დროს სატვირთო მანქანა დაეჯახა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.