ახალი ერა ასტრონომიაში: აინშტაინის მიერ 100 წლის წინ ნავარაუდები გრავიტაციული ტალღები აღმოაჩინეს
მეცნიერებმა გრავიტაციული ტალღები შენიშნეს, რომელთა არსებობა აინშტაინმა 100 წლის წინ ივარაუდა. მეცნიერების განცხადებით, დრო სივრცის რხევების აღმოჩენით თანამედროვე ასტრონომიაში ახალი ერა დაიწყო. გრავიტაციული რხევები 2 შავი ხვრელის შერწყმის შედეგად არის წარმოქმნილი. შავი ხვრელებიდან ერთის სიგრძე 29-ჯერ, ხოლო მეორის 36-ჯერ აღემატებოდა მზის სიდიდეს. აღმოჩენამ შესაძლოა საბოლოოდ გახსნას ფანჯარა დიდი აფეთქების თეორიისკენ.