loader

ვინ არის ახალგაზრდა, რომელმაც "სმარტთან" 4 პირი დაჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ახალგაზრდა, რომელმაც "სმარტთან" 4 პირი დაჭრა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ა. ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

იხილეთ ვიდეო| რუსთაველზე "სმარტის" დაცვის თანამშრომელი დაჭრეს - დაზიანდნენ სხვებიც

გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ა.  თანმხლებ პირებთან ერთად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სუპერმარკეტ "სმარტში" საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, რა დროსაც სუპერმარკეტის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. გიორგი ა. დაცვის თანამშრომლების მოწოდებამ გააღიზიანა და აგრესიული გახდა. ბრალდებულმა სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათთან ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით მსუბუქად დაჭრა რობერტ ხ., გიორგი ხ. და გიორგი ც., ხოლო გიორგი გ-ს ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაცვის ოთხივე თანამშრომელი სტაციონარში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.