გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის 52-ე უსაფრთხოების კონფერენციაში, სადაც მსოფლიო ლიდერები უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებს განსაზღვრავენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა კონფერენციის თემატურ პანელზე - "'სამომავლო მიმართულება ევროინტეგრაციისკენ".