"უცნობის" მწვავე რეპლიკა "მეგობარ" პრემიერ კვირიკაშვილს
"მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის დირექტორად მისი ძმის, ლევან გაჩეჩილაძის დარეგისტრირების პროცესის შეჩერებას ქვეყანაში კანონიერების, ბიზნესის და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აფასებს.
ლევან გაჩეჩილაძის "მაესტროს" დირექტორად დარეგისტრირების პროცესის შეჩერების თაობაზე საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გია გაჩეჩილაძე (უცნობი) განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრი ირიბად ხელს უწყობს კომპანიის გაკოტრებას.
გაჩეჩილაძის აზრით, ამგვარი გადაწყვეტილება "ყველაზე ცოტა ქალბატონი იუსტიციის მინისტრის და მისი "მეგობრის" - პრემიერ-მინისტრის გარეშე" არ იქნებოდა მიღებული.