გამგეობის თანამშრომელმა 10 000 ლარის ქრთამი აიღო - კორუფციული გარიგება ბიზნესმენთან
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი გიორგი კუპრაშვილი დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული კორუფციულ გარიგებაში შევიდა ერთ-ერთ მეწარმესთან, მას დაჰპირდა, რომ აუცილებლად გაამარჯვებინებდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 547 778-ლარიან სამშენებლო ტენდერში, სანაცვლოდ კი ტენდერის ღირებულების 25 პროცენტი - 136 944 ლარი მოსთხოვა. ბრალდებული საგამოძიებო სამსახურმა მოთხოვნილი ქრთამის ნაწილის - 10 000 ლარის აღების ფაქტზე დააკავა. თანხა ნივთმტკიცების სახით ამოღებულია.