loader

შაოლინი - ჩინეთის საიდუმლო ძალა და აღმოსავლურ ორთაბრძოლების აკვანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შაოლინი - ჩინეთის საიდუმლო ძალა და აღმოსავლურ ორთაბრძოლების აკვანი

უძველეს ბუდისტურ მონასტერ შაოლინს აღმოსავლური ორთაბრძოლების აკვანს უწოდებენ. შაოლინელი ჟამთააღმწერლის გადმოცემით, მონასტრის სახელწოდება მისი ადგილმდებარეობიდან მომდინარეობს და სიტყვასიტყვით მთა შაოშიზე მდებარე მონასტერს ნიშნავს. სუნშანის მთებში მდებარე შაოლინი ამჟამად ერთადერთი მონასტერია, თუმცა ადრე ჩინეთში ამავე სახელწოდების 10 მონასტერი არსებობდა. რამოდენიმე წლის წინ ცნობილი გახდა ისიც, რომ იუნესკო შაოლინის მონასტრის კულტურის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა.

შაოლინის ბერების აზრით მათი ძალა გამომდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ გონებიდან, აქედან გამომდინარე მათ სხეულის გამოყენებით შეუძლიათ საოცარი ილეთების წარმოშობა. მათთვის შეუძლებელი თითქმის არაფერია.