loader

"ერთი მიცვალებული იქით ეგდო, მეორე აქეთ" - რას ჰყვებიან მეზობლები გორის საზარელ ტრაგედიაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთი მიცვალებული იქით ეგდო, მეორე აქეთ" - რას ჰყვებიან მეზობლები გორის საზარელ ტრაგედიაზე

გორში, გურამიშვილის ქუჩაზე მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილი ცოლი და მისი მეუღლე დახოცა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცოლს წლების წინ დაშორდა, რის შემდეგაც მისი ყოფილი მეუღლე მეორედ გათხოვდა და ბოლო წლების განმავლობაში, პირველი ქორწინებისას შეძენილ შვილებთან ერთად ისრაელში ცხოვრობდა.

მეზობლების ინფორმაციით, ისრაელში მათი ერთ-ერთი შვილი, 25 წლის გოგონა გარდაიცვალა, რომელიც გუშინ გვიან ღამით, გორში ჩამოასვენეს.