თაღლითური სქემა თბილისში SAMSUNG-ის სახელით
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა SAMSUNG-ის ფირმის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა შპს "მანგის" ხელმძღვანელი ლევან გამჯაშვილი.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ე.წ. ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში დაბალხარისხიან გაზის წყლის გამათბობლების რეალიზაციას ახდენდა, რომელსაც კანონსაწინააღმდეგოდ აკრავდა SAMSUNG-ის სასაქონლო მარკას.