რას მოგვიტანს ირანთან უვიზო რეჟიმი?
ორწელიწადნახევრიანი შეზღუდვის შემდეგ საქართველოს მიერ ცალმხრივად შეჩერებული უვიზო რეჟიმი ირანისთვის 15 თებერვლიდან განახლდება. საქართველო-ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში სავიზო რეჟიმის გაუქმების შედეგად, პირველ რიგში, ტურისტული ნაკადების გააქტიურებას ელოდებიან. პალატაში ასევე საქართველოში მსხვილი ირანული საინვესტიციო პროექტების დაწყებას ვარაუდობენ.
ექსპერტები სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, ძირითადად, მცირე და საშუალო ბიზნესის გააქტიურებას ელოდებიან. ექსპერტები ასევე არ გამორიცხავენ, რომ ირანისთვის საქართველოს ტრანზიტული ფუნქცია იყოს საინტერესო.