loader

მაკა ასათიანი სასამართლოს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაკა ასათიანი სასამართლოს მიმართავს

საქალაქო სასამართლოს მაკა ასათიანიც მიმართავს. როგორც ჟურნალისტებს ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ განუცხადა, მაკა ასათიანი სასამართლოს მიმართავს თხოვნით, რომ ბათილად იქნეს ცნობილი ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლითაც ებრალიძისა და ჩიკვაიძისგან გაჩეჩილაძეზე ტელეკომპანიის 55%-იანი წილი გადაფორმდა. ადვოკატის განცხადებით, ეს არის თვალთმაქცური გარიგება და რეალურად, წილი შეიძინა ირაკლი რუხაძემ.

"ამასთან ერთად, ეს ხელშეკრულება არის კანონსაწინააღმდეგო, რადგან დარღვეულია კანონის რიგი ნორმები, მათ შორის, კონკურენციის შესახებ კანონი", - განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.