ლიონელ მესის ოპერაცია ესაჭიროება
ლიონელ მესის თირკმელზე ოპერაცია ჩაუტარდება. "ბარსელონას" ლიდერი ესპანეთის თასის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრას გამოტოვებს, სადაც მისი გუნდი გასვლაზე ვალენსიას დაუპირისპირდება. 28 წლის ფეხბურთელს თირკმლის არეში კენჭის გავლა აქვს. ოპერაცია მარტივი სახისაა და მესი ვარჯიშს ხუთშაბათიდან განაგრძობს.