ავთანდილ ჭრიკიშვილი ძიუდოისტთა მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზეა
ქართველი ძიუდოისტი მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზეა. 81კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ავთანდილ ჭრიკიშვილმა პარიზის გრანდ სლემზე გამარჯვების შემდეგ საერთო რეიტინგში ტედი რინერს (+100 კგ) გადაასწრო. ავთანდილ ჭრიკიშვილს 3340 ქულა დაუგროვდა, ხოლო რინერს 3000 ქულა. თავის წონაში კი ჭრიკიშვილმა ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.