როგორმე თავად მიხედეთ საკუთარ პრობლემებს - ხიდაშელი "მაესტროს" ჟურნალისტს
გიხაროდეთ, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არ ერევა თქვენს საქმეებში და როგორმე იქნებ თავად მიხედოთ საკუთარ პრობლემებს, - ასე მიმართა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა "მაესტროს" ჟურნალისტს, ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას.
ხიდაშელის თქმით, მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრსა და გია გაჩეჩილაძეს ("უცნობი") შორის შეხვედრა გაიმართა, "მაესტროში" განვითარებული მოვლენების შესახებ არავინ იცოდა.
ხიდაშელის თქმით, მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრსა და გია გაჩეჩილაძეს ("უცნობი") შორის შეხვედრა გაიმართა, "მაესტროში" განვითარებული მოვლენების შესახებ არავინ იცოდა.