loader

"ბევრ ადამიანს ვაგდებ უხერხულ მდგომარეობაში" - რა დოკუმენტები გაასაჯაროვა გადაბაძემ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბევრ ადამიანს ვაგდებ უხერხულ მდგომარეობაში" - რა დოკუმენტები გაასაჯაროვა გადაბაძემ?

"იმედის" ფაქტობრივი მმართველი ირაკლი რუხაძე "მაესტროს" ხელში ჩასაგდებად კოტე გოგელიას ჯერ კიდევ 2015 წლის მაისში დაუკავშირდა, - ამის შესახებ "მაესტროს" დირექტორმა ბაია გადაბაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან წარმოადგინა დოკუმენტაცია, კერძოდ, კოტე გოგელიასთან მიმოწერა, რომლის მიხედვითაც, ბაია გადაბაძის თქმით, რუხაძეს 7 მილიონ ნახევარ დოლარად სურდა "მაესტროს" შინაარსის, მათ შორის, ლიცენზიებისა და სიხშირეების მოპოვება.

"რუხაძემ კოტე გოგელიას 2015 წლის 29 მაისს მისწერა. რუხაძე სთავაზობდა მაკა ასათიანს გარიგებას და იხდიდა 7 მილიონნახევარ დოლარს. კერძოდ, მას აინტერესებდა არა კომპანიის წილები, არამედ ბრენდი "მაესტრო", ასევე, ლიცენზიები და სიხშირეები. იგი ამ თანხას იხდიდა შინაარსში და არა მატერიალურ ღირებულებებში", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.