loader

ალეხანდრო ინარიტუმ ფილმ ”გადარჩენილისთვის” ამერიკის რეჟისორთა გილდიის მთავარი პრიზი მიიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალეხანდრო ინარიტუმ ფილმ ”გადარჩენილისთვის” ამერიკის რეჟისორთა გილდიის მთავარი პრიზი მიიღო

ამერიკის რეჟისორთა გილდიის მთავარი პრიზი ალეხანდრო ინარიტუმ მიიღო. ლოს-ანჯელესში ოსკარის რეპეტიციად წოდებული რეჟისორთა გილდიის დაჯილდოება გაიმართა, რომელზეც 2015 წლის საუკეთესო ფილმები და მათი რეჟისორები იყვნენ წარდგენილი. მექსიკელი რეჟისორი საუკეთესო ფილმ ”გადარჩენილის” გადაღებისთვის აღიარეს. ინარიტუმ ეს პრიზი ზედიზედ მეორედ მიიღო. ბოლო ფილმმა წარმატება მთავრი როლის შემსრულებელ მსახიობ ლეონარდო დიკაპრიოსაც მოუტანა, რომელმაც ამერიკის კინომსახიობთა გილდიის მთავარი პრიზი მოიპოვა. კინოკრიტიკოსები ”გადარჩენილს” წარმატებას ოსკარზეც უწინსაწარეტყველებენ.