როგორ წვრთნიან ჯიჰადისტებს - კადრები ”ისლამური სახელმწიფოს” ახალი საწვრთნელი ბაზიდან
"ისლამურმა სახელმწიფომ" ეგვიპტის უდაბნოში ახალი საწვრთნელი ბაზა გახსნა. "დეილიმეილ"-ის ცნობით, ბაზა ეგვიპტელი ჯიჰადისტის, აბუ ჰაჯრ ალ მასრის სახელობისაა და ის სინაის უდაბნოში მდებარეობს. ამავე სააგენტოს მიერ გავრცელებულ ფოტოებში ერთნაირ - შავს სამოსში გამოწყობილი ახალწვეულები ჩანან, რომლებსაც ხელში იარაღი უჭირავთ. ბაზაზე ახალწვეულებს სროლასა და სხვა საბრძოლო ხელოვნებას ასწავლიან. მიუხედავად ისლამური სახელმწიფოს მიერ ეგვიპტეში გახსნილი საწვრთნელი ბაზებისა, ქვეყანა ტურისტებისთვის მაინც ყველაზე სასურველ მიმართულებად ითვლება. ეგვიპტეში ყოველწლიურად 900 ათასამდე ტურისტი ჩადის.