თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის რეისები ჩერდება
1-ელი მარტიდან, ოთხი თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის რეისები არ განხორციელდება.
როგორც "ბიზნესპრესნიუსს" TAV-ის აეროპორტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, დღის რეისების შეჩერების მიზეზი აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარემონტო სამუშაოებია, რის გამოც დღის რეისები ღამით შესრულდება. თუმცა, ამ ეტაპზე აეროპორტში ახალ განრიგს არ აკონკრეტებენ.
ამასთან ერთად, უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ აღნიშნულ პერიოდში ავიაკომპანიები, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ახორციელებენ. აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, ავიაკომპანიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ გადაიტანენ ღამის რეისზე ფრენებს თუ გააუქმებენ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში ივლისიდან განაახლებს.