10 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა - ციხისძირში ხანძარმა 2 სართულიანი სახლი მთლიანად გაანადგურა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მიქელაძეების ათსულიან ოჯახს სახლი დაეწვა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ხანძრის გამომწვევი მიზეზები კი ჯერ უცნობია. ხანძარი სახლის პირველ სართულზე გაჩნდა, შემდეგ კი მეორე სართულს მოედო. ორსართულიან კაპიტალურ შენობაში დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები და განადგურდა ტექნიკა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურები მუშაობენ.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურები მუშაობენ.