სკანდალი ფეხბურთში: "ზუგდიდმა" კოსოვოს გუნდთან საკონტროლო მატჩი ჩაატარა
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდმა "ზუგდიდი" 5 თებერვალს, ანტალიაში შეკრებაზე ამხანაგური შეხვედრა კოსოვოს ჩემპიონატის გუნდ "ფერონიკელისთან" ჩაატარა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ზუგდიდური კლუბი ჯერჯერობით არ ასაჯაროებს, "ფერონიკელი" კი მატჩის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას თავის საიტსა და "ფეისბუქის" გვერდზე აქვეყნებს. ამის შესახებ წერს ალბანურენოვანი სპორტული გამოცემა Gazetaolle.
გამოცემის ცნობით, ქართული გუნდის მთავარი მწვრთნელი, იური ბაკალოვი კოსოვოელი ფეხბურთელების გამარჯვებით გაკვირვებული დარჩა.
გამოცემის ცნობით, ქართული გუნდის მთავარი მწვრთნელი, იური ბაკალოვი კოსოვოელი ფეხბურთელების გამარჯვებით გაკვირვებული დარჩა.