loader

ძვირად ღირებული სომხური კონიაკის უკანონო რეალიზაცია - დაკავებულია ოთხი ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძვირად ღირებული სომხური კონიაკის უკანონო რეალიზაცია - დაკავებულია ოთხი ადამიანი

აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - რეალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული არიან ვლადიმერ სააკოვი, ელბრუს ოგანესიანი, ნიკოლოზ გულუაშვილი და არამ ხალიფიანი.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ განახორციელეს დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული, ძვირად ღირებული სომხური წარმოების კონიაკის რეალიზაცია.

ბრალდებულები დაკავებულები არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 - ე მუხლის მე - 2 ნაწილის "გ" პუნქტით და ამავე მუხლის "3"-ე ნაწილით, რაც სასჯელის სახით, 6 - დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.