ორი "მაესტრო" და 2 სიხშირე - ტელეკომპანიაში ძმებ გაჩეჩილაძეებს არ უშვებენ
"მაესტროს" ირგვლივ ვითარება კვლავ დაძაბულია, ტელევიზიას გაძლიერებული დაცვა იცავს და იქ ძმებ გაჩეჩილაძეებს არ უშვებენ. პარალელურად არხის დამფუძნებლების ინიციატივით ახალ სიხშირეზე მაუწყებლობას იწყებს "მაესტრო 24". ჯერ ეთერში რადიო გადის, თუმცა უახლოეს მომავალში ტერლევიზიის გაშვებაც იგეგმება. გაჩეჩილაძეების მიერ თანამდებობიდან გადაყენებული ბაია გადაბაძე კი საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას ელოდება, სადაც ახალი მფლობელების წილები ოფიციალურად უნდა აისახოს.