Super Bowl-ის რეკლამაში ქართველი მსახიობი, გიორგი აგიაშვილი გადაიღეს!
არაკომერციული ჩვენება
Super Bowl - ამერიკული ფეხბურთის წლიური ჩემპიონატი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ყურებად შოუდ მიიჩნევა. ბოლო მონაცემებით, Super Bowl-ს 110 მილიოზე მეტი მაყურებელი ჰყავს. მსოფლიოს ყველაზე უხვბიუჯეტიანი კომპანიებისთვის უდიდესი პატივია შოუს მსვლელობისას მათი 30-წამიანი სარეკლამო რგოლის განთავსება, რაშიც უზარმაზარ ფულს იხდიან. ამ ფონზე ქართველებისთვის საამაყოა, რომ ვიდეორგოლში, რომელიც Super Bowl-ისთვის Hyundai-მ გადაიღო, ქართველი მსახიობი გიორგი აგიაშვილი თამაშობს.
შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, მაგრამ ჰოლივუდში კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი მსახიობი გიორგი აგიაშვილი მოღვაწეობს, რომელიც ჯორჯ ფინის ფსევდონიმითაა ცნობილი. ის რეჟისორ დავით აგიაშვილის ვაჟია. პოპულარობა 2012 წელს გადაღებულ ფილმ "ლოლაში" ჩადის როლის განსახიერებით მოიპოვა. ფილმში მთავარ როლებს დემი მური და თინეიჯერების კერპი მაილი საირუსი თამაშობენ. გიორგის ფილმში მაილი საირუსის შეყვარებულის როლი აქვს. გიორგი რამდენიმე სერიალშიც გადაიღეს.
დაგაინტერესებთ| ჰოლივუდში მოღვაწე 5 ქართველი მსახიობი - ნიკოლ კიდმანის, ანჯელინა ჯოლისა და ჯენიფერ ენისტონის პარტნიორები