loader

ბოლივუდური ცეკვა ყინულზე - რუსი ოლიმპიელების ნომერმა ინდოელებიც აღაფრთოვანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბოლივუდური ცეკვა ყინულზე - რუსი ოლიმპიელების ნომერმა ინდოელებიც აღაფრთოვანა

25-31 იანვარს, ბრატისლავაში ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. წყვილებს შორის გამარჯვება რუსმა მოციგურავეებმა და ოლიმპიურმა ჩემპიონებმა ტატიანა ვოლოსოჟარმა და მაქსიმ ტრანკოვმა მოიპოვეს. ტატიანა და მაქსიმმა ოლიმპიადის შემდეგ ტრამვის გამო ერთი წელი გამოტოვეს და აქტიურ სპორტში სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ. მათ მოკლე პროგრამაში ბოლივუდური ცეკვა წარმოადგინეს და მედიის ყურადღება მიიპყრეს. წყვილის გამოსვლა ყველამ ძალიან დადებითად შეაფასა და მათ შორის ინდოელებმაც, რომლებიც აღფრთოვანებული იყვნენ დადგმით.