1500 ლარი დასაქმების სანაცვლოდ - "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომელი ქრთამის აღებაზე დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული შპს "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომელი მიხეილ მეთაფლიშვილი დააკავა.
დადგენილია, რომ ბრალდებული ერთ-ერთ მოქალაქეს დაჰპირდა "თბილსერვის ჯგუფში" დასაქმებას, სანაცვლოდ კი ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 1500 ლარი.
საჯარო მოხელე დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით 6-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.