"ნიკონი D 7200" - საშუალო ფენის მომხმარებლისთვის
ფოტოგრაფიის მოყვარულებისთვის ბაზარზე ახალი ნიკონი D 7200 გამოჩნდა. 24-მეგაპიქსელიანი კამერა საშუალო ფენის მომხმარებელზეა გათვლილი და მისი ფასი 800-დან 1000 დოლარამდე მერყეობს. ის ამერიკის ბაზარზე გასული წლის ბოლოს, ევროპაში კი 1 კვირის წინ გამოჩნდა.