მანქანას, რომელშიც ბიძინა კუჭავამ თავი მოიკლა, ადვოკატი და დამოუკიდებელი ექსპერტი დაათვალიერებენ
"საქართველოს ხმის" დამფუძნებლის, ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატი ნათია კორკოტაძე და დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი დღეს იმ მანქანას დაათვალიერებენ, რომელშიც, გამოძიების ინფორმაციით, კუჭავამ თავი მოიკლა.
როგორც ცნობილია, აღნიშნული ავტომობილი ეკუთვნის დავით პოპოვს, რომელიც ბიძინა კუჭავას და მოკლული პროკურორის, ვახტანგ ქირიას საქმის მთავარი მოწმეა.
როგორც ცნობილია, აღნიშნული ავტომობილი ეკუთვნის დავით პოპოვს, რომელიც ბიძინა კუჭავას და მოკლული პროკურორის, ვახტანგ ქირიას საქმის მთავარი მოწმეა.