წულუკიანი მოსამართლეებს: ევროსტრუქტურები და თქვენ ხართ ერთ პოზიციაზე, მე ვიხევ უკან
ევროსტრუქტურები და მოსამართლეები ხართ ერთ პოზიციაზე, შესაბამისად, მე უკან ვიხევ და პრობაცია მათთვის, ვინც 10 წელი იმსახურა მოსამართლედ, გაუქმდება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე "სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ეს არის ერთადერთი საკითხი, სადაც ის უკან იხევს და მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღით გათვალისწინებული სხვა ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ეს არის ერთადერთი საკითხი, სადაც ის უკან იხევს და მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღით გათვალისწინებული სხვა ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება.