ახდება თუ არა 5 წლის ავღანელი მესის ფანის ოცნება, რომელიც მთელმა მსოფლიომ ფოტოსურათით გაიცნო
ბიჭუნა 5 წლის მურთაზა აჰმადი გამოდგა, რომელიც ერთ დღეს მსოფლიო მასშტაბით პოპულარული გახდა. ვინაიდან პატარას მაისურის შესაძენი თანხა არ ჰქონდა, ძმასთან ერთად პოლიეთილენის პარკისგან მაისური გამოჭრა და წარწერა გააკეთა "მესი". უფროსმა ძმამ პატარას ფოტო გადაუღო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და რეაქციამაც არ დააყოვნა. პატარას ძებნა მსოფლიოს მასშტაბით დაიწყეს, მათ შორის, ორიგინალური მაისურის პატრონს თავად ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავი მესიც ეძებს.
მესიმ პატარა ფანის ფოტო "ტვიტერზე" ატვირთა და გულშემატკივრებს სთხოვა, დახმარებოდნენ მის პოვნაში. ფეხბურთელს სურს, რომ პატარას შეხვდეს და საკუთარი მაისური თავად გადასცეს.
ერთი პრობლემა უკვე მოგვარდა. პატარა ფანის ადგილსამყოფელი გაირკვა. ის ავღანეთის ქალაქ ჯაღორში ცხოვრობს.
იყავი პირველი!