loader

ვის და რამდენით გაეზრდება ხელფასი საბავშვო ბაღებში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვის და რამდენით გაეზრდება ხელფასი საბავშვო ბაღებში?

საბავშვო ბაღების თანამშრომლებს დღეიდან ანაზღაურება 5-დან 20%-მდე გაეზრდებათ. ამის შესახებ დღეს თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

ლექვინაძის თქმით, 5-დან 20%-მდე გაზრდილ ხელფასს თბილისის საბავშვო ბაღებში სხვადასხვა თანამდებობაზე მომუშავე პირები მიიღებენ. სულ ხელფასის მომატება 6585 თანამშრომელს შეეხება. ამ მიზნით კი თბილისის მერიის წლევანდელი ბიუჯეტიდან 3,642 მლნ ლარია გამოყოფილი.