ოპერის თეატრის წინ მედეა ამირანაშვილის ”ვარსკვლავი” გაიხსნა
ოპერის თეატრის წინ ქართული საოპერო სამყაროს ერთ-ერთ უდიდესი წარმომადგენლის, სახალხო არტისტის - მედეა ამირანაშვილის ”ვარსკვლავი” გაიხსნა. ეს რიგით მე-4 ”ვარსკვლავია” ოპერისა და ბალეტის წინ ნოდარ ანდღულაძის, პაატა ბურჭულაძისა და ცისანა ტატიშვილის ”ვარსკვლავების” შემდეგ. ღონისძიება კულტურის პალატის ინიციატივით , თეატრის გახსნის საზეიმო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.
მედეა ამირანაშვილი საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, თბილისის კონსერვატორიის პროფესორი, აკადემიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატია.
მედეა ამირანაშვილი საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, თბილისის კონსერვატორიის პროფესორი, აკადემიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატია.