არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის ძებნილი თურქეთის მოქალაქე ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს
შსს-მ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ანკარის ინტერპოლის მიერ 2014 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1966 წელს დაბადებული ა.ა. საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით გასვლისას დააკავეს.
ა.ა. დამნაშავედ არის ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 103/3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც არასრულწლოვანის მიმართ სექსუალურ ძალადობას გულისხმობს.
დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები. ამ დროისთვის იგი გადაყვანილია შსს-ს მარნეულის რაიონის დროებითი მოთავსების იზოლატორში.