ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, ლიბერიის დროშით მცურავი ტანკერი დააკავეს
შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე , ლიბერიის დროშით მცურავი ტანკერი POULOPOM ბათუმის საზღვაო ნავსადგურში დააკავეს.
გემის კაპიტანს, რომელიც საბერძნეთის მოქალაქეა, ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა. მის მიმართ საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.