ამ 3D Solo დრონს ყველაზე მიუვალი ადგილების დანახვა და ტვირთის უსაფრთხოდ გადატანა შეუძლია
Solo დრონი - ასე ქვია ახალ, 3 განზომილებიან უპილოტო საფრენ მოწყობილობას, რომელსაც პარაშუტისა და 360 რადუსიანი კამერის საშუალებით, ფართო შესაძლებლობების სპექტრი აქვს. ახალი, სმართ-ტექნოლოგიების წყალობით, 3 D დრონს ტვირთის უსაფრთხოდ გადატანა და ყველაზე მიუვალი ადგილების დანახვა შეუძლია. ახალი სოლო დრონების მასშტაბური წარმოება მომავალი წლისთვის იგეგმება. მანამდე კი მისი პრეზენტაცია ტექნოლოგიების საერთშორისო გამოფენებზე გაიმართა.