ქართულ ლაბორატორიაში თაფლი ევროპული სტანდარტების შესაბამისად შემოწმდება
ქართულ ლაბორატორიაში თაფლის ევროპული სტანდარტების შესაბამისად შემოწმება გახდება შესაძლებელი. სსიპ "სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ" რეაკრედიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა. ამერიკული სააკრედიტაციო ორგანო, სფეროში სიდიდით მეორე კომპანია ANAB ქართულ ლაბორატორიას 17-დან 22 იანვრის ჩათვლით აკვირდებოდა. შედეგად, ლაბორატორიის სააკრედიტაციო სფერო გაფართოვდა და დაემატა სურსათის, მათ შორის, თაფლის ქიმიური კვლევის, ასევე, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაავადებების კვლევა.
წაიკითხეთ ვრცლად bpn.ge-ზე
წაიკითხეთ ვრცლად bpn.ge-ზე