რისგან გარდაიცვალა იური ვაზაგაშვილის საქმის მოწმე?
ყარაფილას მცხოვრებლების ინფორმაციით, ირინა გოგილაშვილი, რომელიც იური ვაზაგაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე იყო, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა. ადგილობრივების განცხადებით, გოგილაშვილი რამდენიმე დღის წინ დაიღუპა და გუშინ დაკრძალეს.
ირინა გოგილაშვილი იური ვაზაგაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე იყო. ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულის, გიორგი ცააძის დამ, ირინა ცააძემ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მოწმე "გაურკვეველ ვითარებაში" გარდაიცვალა.