loader

"დელტა" საუდის არაბეთს 100 მილიონამდე ლარის სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანებს მიაწვდის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დელტა" საუდის არაბეთს 100 მილიონამდე ლარის სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანებს მიაწვდის

"დელტა" საუდის არაბეთს სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანებს მიაწვდის. კომპანიის ინფორმაციით, საუდის არაბეთის სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი თანამედროვე სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანების შესყიდვას ითვალისწინებს. ქართულმა სამედიცინო ჯავშანმანქანამ წარმატებით გაიარა ტესტირების ყველა ეტაპი და გავიდა ფინალში ამერიკულ კომპანია LENCO-სთან ერთად.

2015 წლის დეკემბერს საუდის არაბეთთან გაფორმდა ხელშეკრულება ასზე მეტი ქართული წარმოების სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანის მიწოდებაზე, რომელთა საერთო ღირებულება ას მილიონამდე ლარია. ჯავშანტექნიკის პირველი პარტია, 12 მანქანის რაოდენობით, საუდის არაბეთში 30 იანვარს გაიგზავნება.

წაიკითხეთ ვრცლად bpn.ge-ზე