რამ იმსხვერპლა 18 წლის შშმპ მარტყოფის პანსიონატში - "ახასიათებდა საკვების მოტაცება"
ნუცუბიძის ბავშვთა სახლის ტრაგედიის შემდეგ PALITRANEWS-ს ქალბატონი დაუკავშირდა და მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობების პანსიონატში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ აცნობა. რესპონდენტი, რომელიც ინკოგნიტოდ ამჯობინებს დარჩენას, ამბობს, რომ 28 დეკემბერს მარტყოფის პანსიონატის ბენეფიციარი თანამშრომლების უყურადღებობის გამო დაიღუპა. 18 წლის გიორგი მამფორიას არ ჰქონია ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა მის სიცოცხლეს. ჩვევად ჰქონდა საჭმლის მოპარვა და ჩუმად ჭამა. მას არ ჰქონდა დამოუკიდებლად ჭამის უნარ-ჩვევა და შესაბამისად, თხევადი და დაქუცმაცებული საკვების მიწოდებას საჭიროებდა. უყურადღებოდ დარჩენილი ბიჭი კი სწორედ საჭმლით გაიგუდა.
ასევე იხილეთ: "არსებობს საზარელი ვიდეო, როგორ ებრძვის ბავშვი სიკვდილს" - ნუცუბიძის ბავშვთა სახლის გაუხმაურებელი ტრაგედიის დეტალები
ასევე იხილეთ: "არსებობს საზარელი ვიდეო, როგორ ებრძვის ბავშვი სიკვდილს" - ნუცუბიძის ბავშვთა სახლის გაუხმაურებელი ტრაგედიის დეტალები