loader

რეგიონის ქვეყნებთან შედარებით ლარი ყველაზე კარგ მდგომარეობაშია - ზურაბ ტყემალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რეგიონის ქვეყნებთან შედარებით ლარი ყველაზე კარგ მდგომარეობაშია - ზურაბ ტყემალაძე

იმის პროგნოზირება, რომ ერთ თვეში ლარი იქნება სტაბილური და გამყარდება დოლართან მიმართებაში, არ შემიძლია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ზურაბ ტყემალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ლარის დევალვაცია გამოწვეულია როგორც გარე, ასევე შიდა ფაქტორებით.

"ლარის დევალვაცია, ბუნებრივია, პირველ რიგში, გამოწვეულია გარე ფაქტორებით. თქვენ იცით, რომ არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია. კრიზისია სწორედ ის, რომ ნავთობის ფასი ასე ეცემა, თუმცა ეს ჩვენთვის ბევრად კარგია და სწორედ ამან დაიცვა ლარი ინფლაციისგან. დევალვაცია გამოწვეულია, რა თქმა უნდა, გარე ფაქტორებით, თუმცა არსებობდა შიდა ფაქტორებიც, რომლებიც დღეს აღარ არსებობს. კერძოდ, გადმორიცხვები იყო შემცირებული, ინვესტიციების შეფერხება იყო და ა.შ. ამ ყველაფერმა, გასული წელს ლარის კურსის ვარდნა გამოიწვია", - განაცხადა ტყემალაძემ.

იხილეთ ვრცლად bpn.ge-ზე