გზები, სადაც უამინდობის გამო შეზღუდვებია
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: ნაქერალას უღელტეხილზე და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზებზე; მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოძრაობის რეჟიმებია დაწესებული: მლეთა-გუდაურის მონაკვეთსა და გომბორის უღელტეხილზე.