შსს-მ გარდაბანში ე.წ. ბიო ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ელნურ გ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გარდაბნის რაიონის სოფელ გაჩიანში დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ქაღალდში შეხვეული 0,38 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. ბიო ამოიღეს, რომელიც კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიეკუთვნება.