loader

მერიამ 100 000 ლარი გადაუხადა გერმანულ კომპანიას, რომელმაც საცობებისგან განტვირთვის 5 ვარიანტი შესთავაზა თბილისს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მერიამ 100 000 ლარი გადაუხადა გერმანულ კომპანიას, რომელმაც საცობებისგან განტვირთვის 5 ვარიანტი შესთავაზა თბილისს

დედაქალაქის მერიამ რამდენიმე სატრანსპორტო კვანძის საცობებისგან განტვირთვის მიზნით, კონსულტაციებისთვის დაქირავებულ გერმანულ კომპანიას 100 ათასი ლარი გადაუხადა. გერმანულმა საკონსულტაციო კომპანიამ მერიას საბურთალოს რაიონში საცობების პრობლემის მოსაგვარებლად ხუთი ვარიანტი შესთავაზა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მოპოვებული ინფორმაციით, შარშან უცხოური საკონსულტაციო კომპანიების მომსახურებით რამდენიმე სამინისტრომ ისარგებლა. ჯანდაცვის სამინისტრომ კომპანია გლობალ ალიანს ფორ ჰელს ანდ სოშალ ქომპატს კონსულტაციებისთვის 300 000 დოლარი გადაუხადა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და კემბარ ასოსიეითს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ამ უკანასკნელის მომსახურება თვეში 40 000 ევრო ჯდება.