ლევან კობიაშვილის პირველი კომენტარი აღმასკომის სხდომის შემდეგ
მოლაპარაკებების გზით მივედით იმ შეთანხმებამდე, რომ კახა ცხადაძეს უნდა შეუწყდეს ხელშეკრულება. მზად ვარ, კიდევ ერთხელ შევხვდე კახა ცხადაძეს და ვისაუბროთ, თუ როგორ შევწყვიტოთ ხელშეკრულება ორმხრივი მოლაპარაკების გზით", - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.