12 000-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე - დიდთოვლობამ რეგიონებში პრობლემები შექმნა
ელექტროენერგიის მიწოდების გარეშე მთელი ქვეყნის მასშტაბით 12 ათასამდე აბონენტი დარჩა. ბოლო დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემები რეგიონში შექმნა. პრობლემების აღმოსაფხვრელად "ენერგო პრო ჯორჯიის" თანამშრომლები მუშაობენ.