თბილისში თოვლი მოვიდა - რის გამო აფრთხილებს "თბილსერვის ჯგუფი" მოსახლეობას
თოვლი მოვიდა დედაქალაქში. "თბილსერვის ჯგუფი" საგანგებო რეჟიმში მუშაობს. თბილისსა და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო ტექნიკა, იწმინდებოდა გზები, იყრებოდა ტექნიკური მარილი. აღნიშნული პროცესი ამ ეტაპზეც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისათვის, დედაქალაქის მასშტაბით, სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. მოქმედებს "თბილსერვის ჯგუფის" ცხელი ხაზიც - 2 61 90 50. ამასთან კომპანია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ ზაფხულის საბურავებიანი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.